ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტი 29 დეპუტატი ეყოლება, რადგან ზაალ უდუმაშვილი მედიაში ბრუნდება და დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, მისი ჩანაცვლება კი ვერ მოხდება, რადგან ბოიკოტის რეჟიმის დროს პარტიამ საარჩევნო სია თავად ჩახსნა. ახლა კი ოპოზიცია კოლეგებს საკითხის მოგვარებისკენ საკანონმდებლო გზით მოუწოდებს. არ ამბობენ, რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვეს, თუმცა სხვა დეპუტატები ფიქრობენ, რომ ახლა ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა ანომალიაა.