საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა 

10 ივნისი 2022, 08:51 597 ნახვა

მესამე თამაში, მესამე გამარჯვება და ლიდერობა 9 ქულით - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სამივე თამაში მოიგო.

სკოპიეს "ტოდორ პროესკი არენაზე", C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მე-3 ტურის მატჩი გაიმართა - საქართველოს ნაკრები მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

52-ე წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ  გახსნა,  62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ  ანგარიში ორამდე გაზარდა. 84-ე წუთზე კიტეიშვილმა გოლი ახლო მანძილიდან გაიტანა.

პირველი წრე დასრულდა და საქართველოს ნაკრები 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია!  სანიოლის გუნდმა სამ მატჩში 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. მე-2 ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონიაა 4 ქულით, ბულგარეთს 2, ხოლო გიბრალტარს 1 ქულა აქვს.

12 ივნისს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" მე-4 ტურში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი