ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილი პოლიტ-პატიმარია

09 ივნისი 2022, 19:56 823 ნახვა

ნინო ბურჯანაძე ფიქრობს,რომ უფლებამოსილების გადაჭარბება იყო 7 ნოემბერს, მაგრამ პრეზიდენტებს ასეთ საკითხებზე არ ასამართლებენ. როგორც პოლიტიკოსმა ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში თქვა, სააკაშვილის პატიმრობა შეიცავს პოლიტიკური დევნის ნიშნებს. გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილის  განცხადება, რომ ის არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება ნინო ბურჯანაძეს, რომ 7 ნოემბერს ძალა გადაამეტეს, თუმცა მაინც ფიქრობენ, რომ საქმეებზე პასუხის გება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.  მმართველ გუნდში კი ნინო ბურჯანაძის განცხადება არ შეაფასეს, რადგან ფიქრობენ, რომ  მის პარტიას არ აქვს საზოგადოების ნდობა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში