სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

08 ივნისი 2022, 11:10 1014 ნახვა

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. ძლიერი წვიმის შემდეგ საგურამოში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. დაიტბორა რამდენიმე სახლიც.

ნიაღვარის გამო  დაზიანდა საკომუნიკაციო ქსელები, შეზღუდულია წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება. მათ შორის, თბილისის დიდი ნაწილისთვის. მიზეზი საგურამოს სათავე ნაგებობის დატბორვაა. ზარალის დათვლა საგურამოში დილიდან დაიწყება.

სტიქია იყო გორში. ქალაქი დაისეტყვა და ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები.

ამ დროისთვის უცნობია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი