რა გააკეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობამ? თორნიკე რიჟვაძემ მთავარი სათქმელი და მისი მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები, სამომავლო გეგმებიც 28 წუთში ჩაატია.
მან მოხსენება ევროინტეგრაციაზე საუბრით დაიწყო და ბიზნესსა და ტურიზმის სექტორზე მხარდაჭერის გამოცხადებით დაასრულა.
იმედიც გამოთქვა, რომ პანდემიამდე არსებული მონაცემები აღდგება, და როგორც ამბობს ამის ფიქრის საფუძველს ბოლო კვარტლის ეკონომიკურ ტენდენცია აძლევს.
თქვა, რომ ბოლო სამი წელი იყო გამოწვევები, რომლებსაც რიჟვაძის შეფასებით ღირსეულად გაუმკლავდა მისი მთავრობა.