მთავრობის მეთაური დესტრუქციულ ქმედებებში ოპოზიციას ადანაშაულებს, რომლებიც ბრიუსელში ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას აწარმოებენ. ამ პათოსს იზიარებს „ქართული ოცნება“ სადაც ამბობენ, რომ ოპოზიციას გააფთრებული შეტევა აქვს, რომ ხელისუფლებამ, ევროკავშირის მხრიდან რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს. ოპოზიციაში კი ამბობენ,რომ ისინი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ,ხელისუფლებამ კი გადაბრალების პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს