საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგა 2022-23 წლების სეზონში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ნაკრებმა გასვლაზე ბულგარეთის ნაკრები 2:5 დაამარცხა და მორიგი 3 ქულა მოიპოვეს. ანგარიში სწრაფად საქართველოს ნაკრებმა გახსნა.
მე-4 წუთზე გოლი კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.
31-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევა გოლით დამთავრდა, ავტოგოლი ხრისტოვის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა.
50-ე წუთზე ილიევმა ერთი ბურთი გაქვითა და ბულგარეთს შანსი გაუჩნდა, თუმცა 2 წუთში აბურჯანიას გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და საქართველომ სხვაობა ისევ ორამდე გაზარდა.
58-ე წუთზე ხვიჩა კავარცხელია მასპინძლებმა საჯარიმოში წააქციეს და პენალტი ზუსტად დაზარალებულმა შეასრულა და ანგარიში 1-4 გახდა.
70-ე წუთზე კი ცვილილებაზე შემოსულმა ფეხბურთელების დუეტმა გაიტანა. მიქაუტაძემ ვაკო ყაზაიშვილს გაატანინა.
83-ე წუთზე კი სტეფანოვმა გაიტანა და 2-5 გახდა.
მეექვსე გოლის გატანა კვეკვესკირს შეეძლო, თუმცა პენალტის გატანა ვერ მოახერხა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. მეორე ადგილზე 4 ქულით ჩრდილოეთ მაკედინიაა.
სწორედ მომავალ მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე 9 ივნისს ჩრდ. მაკედონიას ესტუმრება.
ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ერთ შეხვედრაში 5 გოლი 2017 წელს გაიტანა.