უკრაინელი ხელოვანების დასახმარებლად

04 ივნისი 2022, 10:36 1591 ნახვა

გამოფენა-გაყიდვა უკრაინელი ხელოვანების დასახმარებლად. ფესტივალ ,,გაცვლას" ფარგლებში „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ ფოტოგამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით: „ომის დღიურები“. ომის დღიურები მულტიმედიური პროექტია,რომელიც აერთიანებს უკრაინელ ხელოვანებს.

წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი 24 თებერვლის შემდეგ შეიქმნა, ავტორები კი ომის მიუხედავად დღემდე უკრაინაში რჩებიან.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მათ მხარდასაჭერად გადაირიცხება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი