რაგბი დიდი 10-ის ფინალში ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს

03 ივნისი 2022, 22:29 1109 ნახვა

საქართველოს რაგბი დიდი 10-ის ფინალში საუკეთესო ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს.

ფინალური შეხვედრა თბილისში ''დინამო არენაზე'' 5 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება. ტიტულისთის ბათუმის სარაგბო კლუბი და ბოლნისის ''ყოჩები'' იბრძოლებენ.

ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 10 მატჩიდან 6 ბათუმელებმა მოიგეს, 3 ბოლნისელებმა, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. 

ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული კლუბებმა თანაბრად 3-3 ჯერ მოიპოვეს. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი