გრანდ სლემი ძიუდოში

03 ივნისი 2022, 20:27 828 ნახვა

თბილისის გრან სლემის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენმა სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს. თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელები გახდნენ. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ. თემურ ნოზაძე გიორგი სარდალაშვილს დაუპირისპირდა და მეტოქეს დამატებით დროში, ვაზარით სძლია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში დამარცხდა გიორგი თუთაშვილი, რომელმაც დენის ვიერუსთან წააგო. ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. საქართველოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმაც მოუტანა. ეთერმა მეორე რაუნდში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონს, ოლიმპიურ პრიზიორს დარია ბილოდიდს მოუგო და ნიშანბაიევას დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც მიმი ჰუჰთან დათმო. ქართველმა ჯუდოკამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ვერონიკა ტონიოლო დაამარცხა. ხვალ, საქართველოს სახელით, ლაშა შავდათუაშვილი, რეჯინა უთნელიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, გიორგი ტერაშვილი, მარიამ ციხელაშვილი, ინდირა სილაგაძე, გიორგი ჩიხელიძე, დიმიტრი გოჩილაიძე, ფრიდონ გიგანი და ლევან გუგავა გამოვლენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი