თბილისის გრანდ სლემი იწყება

03 ივნისი 2022, 10:05 702 ნახვა

თბილისის გრანდ სლემში 36 ქვეყნის 280-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებაზე საქართველოს მამაკაცთა ნაკრები 28 სპორტსმენით იასპარეზებს, ქალებს კი 11 წარმომადგენელი ეყოლებათ. დღეს მედლები კაცთა    და ქალთა შორის სხვადასხვა წონით კატეგორიაში გათამაშდება.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ  ჩხვიმიანი, ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი იასპარეზებენ.

66-ში ტატამზე საბა კაპანაძე, ლაშა ნადირაძე, ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი თუთაშვილი გავლენ. ქალთა შორის 48 კილოგრამში ნატალია ყიფშიძე, მარი მახარაშვილი და მარიამ ლაფაჩიშვილი იჭიდავებენ.

57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანი მაია ლეოპოლდსა და დარია ბილოდიდს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება, ამავე წონაში იჭიდავებენ გვანცა მჭედლიშვილი და ნინო წიკლაური.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი