საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო

02 ივნისი 2022, 22:10 1129 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგა 2022-23 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში გიბრალტარის ნაკრები მარტივად 4-0 დაამარცხა.

‘’დინამო არენაზე’’ გამართულ შეხვედრაში მე-12 წუთზე წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.

33-ე წუთზე კვარაცხელიას ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ მეორე გოლი გურამ კაშიამ გატანა და სანიოლის გაწვრთნილმა გუნდა ტაიმი 2-0 მოიგო.

შეხვედრის მიწურულს 1 წუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორჯერ შეძლო გოლის გატანა. ჯერ 87-ზე ლობჟანიძის გადაცემით მიქაუტაძემ 3-0 გახადა, ხოლო 88-ზე ისევ ლობჟანიძის გადაცემით ამჯერად ყაზაიშვილმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.

ჩვენი ჯგუფის წევრებმა ბულგარეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ კი ფრედ 1-1 ითამაშეს. პირველი ტურის შემდეგ ‘’ც’’ ლიგის მეოთხე ჯგუფში 3 ქულით საქართველოს ნაკრები არის პირველ პოზიციაზე. მეორე შეხვედრას სანიოლის გუნდი 5 ივნისს გასვლაზე ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი