სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ დადასტურდა

02 ივნისი 2022, 19:22 1490 ნახვა

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. უწყების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, გამოძიებისთვის საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათვე ინფორმაციით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არა ადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან, 49 მოქალაქე გამოიკითხა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე, ადვოკატის განცხადების საფუძველზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში" მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დამცველი ადვოკატები მიმდინარე გამოძიებაში სრულად არიან ჩართული და აქვთ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი