საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს,– საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიკსერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმები. მანამდე ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკომისართან ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკისთან.