საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას გიბრალტარით იწყებს

02 ივნისი 2022, 10:48 858 ნახვა

დღეს, თბილისის დროით 20:00-ზე საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს. C ლიგის მეოთხე ჯგუფში მისი მეტოქე გიბრალტარია.  10 დღის განმავლობაში ნაკრებს სულ 4 თამაში უწევს, რაც პირველად ხდება.

5 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს ესტუმრება, ცხრაში ჩრდილოეთ მაკედონიას, ხოლო თორმეტში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ერთა ლიგის ორი შეხვედრა შემოდგომით გაიმართება. ჯგუფის გამარჯვებული B ლიგაში გადადის და ევრო 2024-ის პლეი ოფის საგზურს დაიბევებს.

„ფეხბურთი მხოლოდ თეორია არ არის, პერფორმანსია, თუმცა მე მაქვს ერთი კარგი გეგმა - მოვიგო ოთხივე მატჩი ივნისში, სექტემბერში კი კიდევ ორი“ - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ჩვენმა გუნდმა ოთხივე შემთხვევაში გაიმარჯვა, ოთხ მატჩში მეტოქეს 13 გოლი გაუტანა, საპასუხოდ კი 2 გოლი მიიღო. ოთხივე მატჩი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი