აჭარის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე

01 ივნისი 2022, 19:48 935 ნახვა

აჭარის შოტოკან კარატეს ნაკრები, რომელმაც ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ბათუმში დაბრუნდა. ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე შვიდი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. გოჩა სურმანიძის შეგირდებმა შეჯიბრებაზე ყველა სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს. ასაკობრივი და წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ გიგი ბაკურიძე, ლუკა შანთაძე, საბა სურმანიძე და  პარაკარატისტი  ჯონი თოფურია, რომელმაც დისციპლინა კატა-ში გაიმარჯვა. გიგი ქედელიძემ და გოგა გვიანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ნიკა გოგუაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა. ბულგარეთის შემდეგ თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კარატეში ვე-კა-ეფ-ის (WKF) ვერსიით უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, სადაც ჯონი თოფურიამ დისციპლინა კატა-ში იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. გუნდი წვრთნებს აგრძელებს და სექტემბერში ჩეხეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში