ახალი სამომხმარებლო კანონი

01 ივნისი 2022, 18:41 949 ნახვა

დღეიდან ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. აღნიშნულს გულისხმობს „მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც დღეიდან, 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება არის კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელიც განაცხადების განხილვას მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს. დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2 პროცენტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში