ბავშვთა დაცვის დღე ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება

01 ივნისი 2022, 15:25 1159 ნახვა

ბავშვთა დაცვის დღე ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. ცენტრალურ ბულვარსა და გაბაშვილის პარკში ატრაქციონებია მოწყობილი, რომელიც 20:00 საათამდე უფასო იქნება. ასევე მიმდინარეობს სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

გამოიფინა ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები. მოეწყო ბავშთა შორის ცარცით ხატვის კონკურსი. გაიმართა ჭადრაკის ტურნირი, მოეწყო საბავშვო სპორტული საჩვენებელი გამოსვლები: ტაიკვანდო, უშუ, სპორტული აკრობატიკა, ფარიკაობა, ტურნირი მკლავჭიდში, გარბენი "ბავშვები მშვიდობისათვის“.

გაიხსნა რეაბილიტირებული ყინულის მოედანი. სპორტის სასახლეში მიმდინარეობს ასპარეზობა ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით.

დაგეგმილია თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ნიღბების თეატრის წარმოდგენა, ასევე გაიმართება საბავშვო სტუდიების კონცერტი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ცენტრალურ ბულვარში საბავშვო გალა-კონცერტით დასრულდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში