ცარიელი სკამი, სახელი და გვარი მძიმე სურათი იყო,  ევროპის სახალხო პარტიის ტრიბუნიდან დასცინეს მართლმსაჯულებას - პაპუაშვილი 

01 ივნისი 2022, 14:37 775 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ  „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას.

„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე ცარიელ სკამს და სახელსა და გვარს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, მის ოჯახს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას – კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროექცია, რასაც ჩვენ ვხედავთ „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით მძიმე სურათია.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტრიბუნიდან და ვინ იტყვის, თეთრი არის თეთრი, სიმართლე არის სიმართლე, ტყუილი არის ტყუილი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობისა, თუ წარმომავლობისა, ვინც დღეს ამბობს „თავისუფლება მიშას“, რომ არ უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, ნებისმიერი ეს ადამიანი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე, დარბაზში იდგა ცარიელი სკამი, სადაც ეწერა მიხეილ სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი