თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებს სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნას და უარს ამბობს დაუშვას ფინალური გამოცდების ონლაინ ჩაბარების შესაძლებლობა. სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოცდების ჩაბარებას სთავაზობს დამატებით ორ ქალაქში - ქუთაისსა და ახალციხეში და პირველი ივნისის 17:00 საათამდე აძლევს რეგიონებში გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობას. თსუ-ს სტუდენტები სწავლების ჰიბრიდულ და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნით მართავენ აქციას.