ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 5 000 ლარი.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.