ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება. პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები 7 თვეში დაასრულოს.
4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.
შპს „ერ ტე დე“-მ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მომსახურების გაწევა 19 მილიონ 400 ათას ლარად შესთავაზა. ტენდერის ღირებულება 22 მილიონ 206 ათას 512 ლარით იყო განსაზღვრული.
გზის სავალი ნაწილის გარდა, ტროტუარებზე ასასვლელებში შშმ პირებისთვის უნდა მოეწყოს პანდუსები, დამონტაჟდეს 6 შუქნიშანი, უნდა მოეწყოს უსაფრთხოების კუნძულები.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 14 აპრილს გამოაცხადა.