ბათუმის ქალთა ფრენბურთის კლუბი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ტური ბათუმში ისტორიაში პირველად ჩატარდა.
ბათუმელებმა ნახევარფინალში "თბილისი" სეტების ანგარიშით 3-1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალური შეხვედრა ბათუმის სპორტულ კომპლექსში ხვალ 29 მაისს გაიმართება.
"ბათუმი" საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში "ჯიკოს" დაუპირისპირდება.
მესამე ადგილისთვის კი ევროპის უნივერსიტეტი და "თბილისი" ითამაშებს.