საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერის შემდეგ დეპუტატების წინაშე ეკონომიკის მინისტრი წარსდგა. იგი სიტყვით ახლაც გამოდის.
ლევან დავითაშვილმა უპასუხა ფასების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდისთვის მთავარი პასუხისმგებლობაა მოსახლეობისთვის ნორმალური საარსებო გარემოს და ეკონომიკური პირობების შექმნა.
ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნოთ დასაქმება, სამუშაო ადგილები და მოსახლეობისთვის გაიზარდოს შემოსავლები აცხადებს მინისტრი.