ყოველწლიურად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ასამდე სტუდენტი სამთვიან პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლის. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს უნივერსიტეტის რექტორმა და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მოაწერეს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელებას, გაცვლით პროგრამებს, კონფერენციებს, სემინარებს და საზაფხულო სკოლებს. წელს პროგრამით გერმანიაში 68 სტუდენტი გაემგზავრება, რომელთა მგზავრობის ხარჯს აჭარის მთავრობა დანარჩენს კი უშუალოდ ადგილზე გერმანია დააფინანსებს