ალბანეთის დედაქალაქი ტირანა ძალოსნობის მე-100 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე 10 სპორტსმენით წარდგება.
მწვრთნელების გადაწყვეტილებით ტირანაში ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე, ირაკლი ჩხეიძე, რევაზ დავითაძე, კახი ასანიძე, გოგა ჩხეიძე, შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე და რამინი შამილიშვილი იასპარეზებენ.
ასევე ოთხი ძალოსანი სარეზერვო განაცხადშია. ესენი არიან: ზაზა ლომთაძე, ირაკლი გობეჯიშვილი, ნათია გადელია და ანასტასია გოტფრიდი. კონტინენტის პირველობა 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება.