ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. გამოკითხვა ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ ჩაატარა. გამოკითხვის ფორმატით საუკეთესო ძალოსანი პირველად გამოვლინდა და ეს გადაწყვეტილება ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა. ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი 28 მაისს დაიწყება. ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური თამაშების ორგზის და ევროპისა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ჯილდო ევროპის ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე გადაეცემა. 2021 წელს ლაშა ტალახაძე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა და გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდები, რომლებიც თავადვე ეკუთვნოდა.