ეტლით ფარიკაობაში ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულა.
ჩვენმა ნაკრებმა, რაპირით გუნდურ შეჯიბრში ფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 42-41დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს პარამოფარიკავეებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონი ნინა თიბილაშვილი გახდა, ვერცხლი კი ირმა ხეცურიანმა ირგუნა.