ვინ ჩამოხსნის საარჩევნო პლაკატებს

22 მაისი 2022, 19:54 1043 ნახვა

სააგიტაციო მასალების ჩამოსახსნელად პოლიტიკურ პარტიებს ვადა ამოეწურათ, თუმცა პლაკატები ისევ გაკრულია.

საარჩევნო კანონმდებლობით, პარტია ვალდებულია ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღეში მათ მიერ განთავსებული საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნან, სხვა შემთხვევაში კანონი ჯარიმას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საჯარიმო სანქცია 50 ლარიდან იწყება და განმეორების შემთხვევაში 500 ლარამდე იზრდება, გამონაკლისია კერძო საკუთრება.

როდის ჩამოხსნიან სააგიტაციო მასალებს პარტიები - საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურმა სუბიექტებმა კომენტარი არ გააკეთეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი