პრემიერის რეგიონული ტურნე შიდა ქართლში

21 მაისი 2022, 17:49 723 ნახვა

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ქალაქ ქარელში ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადის განახლება და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პრემიერ მინისტრი რეგიონული ტურნეს ფარგლებში კასპში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. ასევე ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმიც დაათვალიერა.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი