მაჟორიტარის უფლებამოსილების ახალ წესზე მსჯელობა დაიწყო

20 მაისი 2022, 20:12 836 ნახვა

არჩევნებში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატს საქმიანობის დაწყება „ცესკოს“ მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს შეეძლება და მისი უფლებამოსილების ცნობას საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ დასჭირდება.

უმრავლესობის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციას, რომლებიც ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. ინიციატორები კი განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობა არ შეფერხდეს. ოპოზიციის ნაწილს შეთავაზება აქვს, რომ ცვლილებების საჭიროება არ დადგეს.

მაგალითად, „ქართული ოცნება“ დაესწროს სენაკის საკრებულოს სხდომას თავად კი ბათუმში დაესწრებიან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში