7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 20 ივნისს, 13:00 საათზე ჩატარდება.
სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო კლინიკა "ვივამედიდან" ცნობა, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პატიმარი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.
ასევე, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო.
მას დისტანციურად ჩართვაც შეეთავაზა, თუმცა, ოქმის მიხედვით, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულზეც უარი თქვა.