ბათუმელი მოფარიკავეების წარმატება

19 მაისი 2022, 10:52 235 ნახვა

თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში დასრულდა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა. შეჯიბრების მეორე და მესამე დღე რაპირითა და დაშნით ფარიკაობას დაეთმო.

2008-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის რაპირით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული ანანო ჯინჭარაძე გახდა.

გუნდურ ასპარეზობაში რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალს ანანო ჯინჭარაძე, ელენე თურმანიძე და ნინო ტუღუში დაეუფლნენ, ხოლო დაშნით ფარიკაობაში მარიამ დვალიშვილი, ხატია ხილაძე და სალომე ნეფორტუნოვა მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში