''მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის. კელი დეგნანს დღეს რამდენიმე მედიამენეჯრი შეხვდა.
როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრისგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე, მათ შორის ელჩის პასუხზე ვერ ისაუბრებს, რადგან შეხვედრა ელჩსა და მედიამენეჯერებს შორის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.