ბათუმში, 7 მაისის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო. მტკიცებულებები პოლიციამ მოცემულ ვადაში ვერ წარმოადგინა. ბრალდების მხარე მოსამართლეს პოლიციელების სამხრე კამერებიდან ჩანაწერების წარდგენას ორი დღის ვადაში დაჰპირდა.
ვიდეო-ჩანაწერები წარმოადგინეს ბრალდებულებმა, თუმცა მხოლოდ ერთი მხარის მტკიცებულება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისად არ მიიჩნია.
სასამართლოს დღეს ბაჩი მექვაბიშვილის, ლევან გორგილაძისა და გიგა თედორაძის საქმეზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
საუბარია 7 მაისის აქციაზე, როდესაც პოლიციამ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და მათი მხარდამჭერები დააკავა. აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ მათი კარვების აღებას აპროტესტებდნენ.
დაკავებულებს ბრალდების მხარე დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე წესრიგის დარღვევას ედავება.