იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს, რომელთა წარმომადგენლებსაც დღეს ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება.
დაგეგმილია აუდიენცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროკომისართან.
ამის გარდა ვიზიტი ფარგლებში დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანთან განიხილავს უკრაინაში ომის ფონზე რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს.