ანსამბლ “არსიანის“ ვეტერანთა ქორეოგრაფიული ჯგუფის გასტროლი 

17 მაისი 2022, 11:05 829 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “არსიანის“ ვეტერანთა ქორეოგრაფიული ჯგუფი გასტროლზე მიემგზავრება. ეს პანდემიის შემდეგ მათი პირველი გასვლითი კონცერტია.

კონცერტს ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მიწვევით გამართავენ და მასში ამავე ცენტრის ანსამბლი “ჩელა“ მიიღებს მონაწილეობას.

ერთობლივი კონცერტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტარდება და სამომავლოდ კიდევ ერთი ღონისძიება უკვე ბათუმში ჩატარდება.

ვეტერანთა ქორეოგრაფიული ჯგუფი და ქორეოგრაფი რაფიელ მიქელაძე ზუგდიდში მაყურებელი წინაშე სხვადასხვა ფოლკლორულ ნომერს წარადგენენ.

კონცერტი ხვალ, 18 საათზე გაიმართება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში