ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე დადებით ბალანსზე გავიდა.
ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინის მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და აბისეტაოშის ილეთით დაამარცხა.
9 დღის თავზე ლევანს მაისის ბაშოზე 5 მოგება და 4 მარცხი აქვს.
ლევანის მომდევნო მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იქნება.
ქართველს ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებისთვის დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 3 გამარჯვება სჭირდება.