დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტი

16 მაისი 2022, 10:09 518 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტზე  საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ, 110 000 ლარის ღირებულების უაქციზო 25 000 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მოახდინეს.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8  წლამდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში