საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, განახლდა თეატრის ინტერიერი, განათებისა და გახმოვანების სისტემები. მოწესრიგდა შენობის გარე ფასადი. თეატრის ტერიტორიაზე დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
უკვე გაწერილია საზაფხულო თეატრში წელს დაგეგმილი აქტივობებიც.