რატომ არ მიიწვიეს დიდი შვიდეულის სამიტზე საქართველო?

14 მაისი 2022, 17:58 995 ნახვა

„არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლების შეცვლასაც რუსეთი სამხედრო აგრესიით ცდილობს და გავაგრძელებთ ჩართულობას უკრაინის, მათ შორის, ყირიმის და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მათ გერმანიაში, სამდღიანი სამიტის შემდეგ გაავრცელეს.

საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მუშაობას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის შესამსუბუქებლად. „ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე და გავაგრძელოთ ერთიანი მოქმედება“, - ნათქვამია ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, გაფართოვდება სასანქციო ზომები, მათ შორის იმ სექტორებში, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებულადაა დამოკიდებული. დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიაში ქალაქ ვაისენჰაუზში სამდღიანი სამიტი გამართეს.

სამიტზე მიწვეულნი იყვნენ უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია. მიწვეულ ქვეყნებს შორის არ აღმოჩნდა საქართველო, ხელისუფლება ამბობს, რომ არმიწვევის მიზეზი პოზიტიურია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი