სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში სპორტის 145 მასწავლებელს ხელბურთის სკოლის მასწავლებლის კატეგორია მიენიჭა.
პროგრამის ფარგლებში სპორტის მასწავლებლებმა, სასკოლო ხელბურთის მოდულის მიხედვით, გადამზადების კურსი გაიარეს, რის შედეგადაც მათ უფლება მიეცათ, უხელმძღვანელონ სასკოლო წრეებს.
კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პედაგოგებს განათლების სამინისტროში გადაეცათ.