სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები

13 მაისი 2022, 14:20 822 ნახვა

პრემიერის მოსაზრებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იზიარებენ მმართველ გუნდში. მათი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს.

ამბობენ, რომ უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მათი მიზანია, რამენაირად გზები მონახონ, რომ ის მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას აარიდონ.

მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები კი აცხადებენ, რომ "ვივამედში" ექსპრეზიდენტის გადაყვანა არის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელმაც უნდა აღადგინოს სააკაშვილის ჯანმრთელობა, შემდეგ ნაბიჯი კი მათი აზრით საზღვარგარეთ გადაყვანა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი