“დინამომ” ფავორიტს მოუგო

12 მაისი 2022, 10:01 441 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში თბილისის „დინამომ“ დასკვნითი შეხვედრა გამართა და პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. თბილისელებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 14:13 მოუგეს.

შეხვედრის სტარტი „დინამოსთვის“ წარმატებული გამოდგა და 3 უპასუხო ბურთის გატანაც შეძლეს. თუმცა მეტოქემ მეორე ნახევარში გათანაბრება შეძლო, რის შემდეგაც ბოლო წამამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. საფინალო სასტვენამდე 1 წუთითა და 35 წამით ადრე თბილისელებმა სანდრო ადეიშვილის გოლით ტაბლოზე 14:13 დააფიქსირეს, რის შემდეგაც დაცვაში მწყობრად ითამაშეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო“ ხორვატიის ქალაქ სპლიტში „იადრანს“ დაუპირისპირდა და პირველი გამარჯვება იქ მოიპოვა - 12:11. რვა გუნდისგან შემდგარი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე მოწინავე ოთხეული გავიდა. „დინამომ“ 2 მოგებით ბოლო ადგილი დაიკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი