დღეს, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. მოხსენებისა და დასმული კითხვების შემდეგ, ზურაბ აზარაშვილი კანონმდებლებს პასუხობს. პარლამენტში კითხვები დაისვა პანდემიის მართვასა და ამ მხრივ გაწეულ ხარჯებზეც, სამედიცინო სექტორებში არსებულ ვითარებაზე. დეპუტატებს მინისტრისგან აინტერესებდათ პანდემიის მართვის პროცესესის დეტალები, ასევე პანდემიისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა და ის, თუ რამ განაპირობა რეგიონში კოვიდით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. თავად მინისტრმა კი ისაუბრა თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ხელმისაწვდომობაზეც, რომ ორ თვეში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, რაშიც 50 მილიონის ნაცვლად, 15 მილიონი ლარია გადახდილი. ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდის გეგმაზე