პიროტექნიკით დაშავებულები

01 იანვარი 2017, 00:00 2145 ნახვა

სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებას უსაფრთხოდ წელსაც არ ჩაუვლია, თუმცა პირველადი მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით ამ დროისთვის დაზიანებულთა რიცხვი ნაკლებია. ღამით პიროტექნიკით რამდენიმე ადამიანი დაზიანდა. სამედიცინო დაწესებულებებს აჭარაში  20-მდე პაციენტმა მიმართა. მათ ძირითადად დაზიანებები   კიდურებისა და თვალის არეში აღენიშნებათ. მედიკოსების ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი