მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი მისივე სასამართლო პროცესს ვერ ესწრება. პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს ეხება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სასამართლოში გამოიკითხებიან ექსპერტები, რომლებმაც უნდა დაასაბუთონ, რომ აუცილებელია მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა პენიტენციურ დაწესებულებაში.
ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს.
სავარაუდოდ დღევანდელ პროცესს ექსპრეზიდენტი ვერ დაესწრება.