რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა.
ქეთევან ხვედელიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ის არსად გადაუყვანიათ და არც ამის მცდელობა ყოფილა. მისივე თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.