ბათუმში დაკავებულების სასამართლო პროცესი

08 მაისი 2022, 17:39 927 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ''ნაციონალური მოძრაობის'' კიდევ 12 წევრი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.  მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

რაც შეეხება დღეს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულ კიდევ ერთ პირს, მას საგამოძიებო ორგანო გარდა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა, მარიხუანას შეძენა-შენახვას ედავება. იგივე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი ნოდარ დუმბაძესაც, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გუშინ გათავისუფლდა.

აქციაზე დაკავებული კიდევ 11 პირი მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გუშინ გაათავისუფლა, 2-მა კი დაკავებიდან მალევე დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 6 მაისს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 25 პირი დააკავეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი