ბათუმში დაკავებულების სასამართლო პროცესი

08 მაისი 2022, 10:58 1159 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული  ''ნაციონალური მოძაობობის'' 11 აქტივისტი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. დაკავებულთა ნაწილის სასამართლო  პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

აქციაზე დაკავებული კიდევ 11 პირი მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გუშინ გაათავისუფლა, 2 კი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთს ბათუმის საკრებულოს წევრს, ნოდარ დუმბაძეს ხულიგნობასა და პოლიციაზე დაუმორჩილებელობასთან ერთად მარიხუანას შეძენა-შენახვას ედავებიან.

ბრალდებას დუმბაძე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მარიხუანას მხოლოდ იმ დოზით მოიხმარს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დადგენილი.

მოსამართლემ ორივე საქმე გააერთიანა და უკვე ორივე საკითხზე  25 მაისს იმსჯელებს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 6 მაისს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან  25  პირი დააკავეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი